00:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 10:27:32, 579 ნახვა

საზოგადოება
დავით საგანელიძე: ალექსანდრე მაშკევიჩი მზადაა, საქართველოს ინვესტიციებით სამედიცინო სფეროში დაეხმაროს

საქართველოს ფარმაცევტული სექტორში დაგეგმილ ინვესტიციებზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

„ჯანდაცვის სექტორში დაწყებული რეფორმა და დაგეგმილი ინვესტიციები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდია თავისი მასშტაბებით. ეს ეხება არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს, არამედ ზოგადად ყველა მიმართულებას. საუბარია 1 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე ჯანდაცვის სექტორის ორ სეგმენტში - ეს არის ჰოსპიტალური და ფარმაციის სექტორი. 
ამ სფეროებში ინვესტიციებს ცნობილი ბიზნესმენი და მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი ახორციელებს. ეს  არის პიროვნება, რომელიც დავოსის ფორუმზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად იყო სადისკუსიო თემის წამყვანი და წარმოადგენდა ყაზახეთის სახელმწიფოს. 

ალექსანდრე მაშკევიჩი არის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, ძალიან უყვარს საქართველო. მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ მზად არის საქართველოს დაუდგეს გვერდით და დაეხმაროს ინვესტიციებით მედიცინის სფეროში. მას ამ სფეროში აქვს დიდი გამოცდილება. ქართულ პრესაში გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მაშკევიჩი ამბობს, რომ მზადაა საქართველოში ჩადოს მილიარდზე მეტი ინვესტიცია. მას ასეთი ინვესტიციები განხორციელებული აქვს „ჰუმანითი ჯორჯიაში“ და ამბობს, რომ თუ ტენდერში გაიმარჯვებს კომპანია „ალფამედიკის  კონსორციუმი“, რომელსაც ყველაზე საუკეთესო შანსი აქვს გამარჯვების, მზადაა ნახევარ მილიარდზე მეტი ჩადოს“,- განაცხადა დავით საგანელიძემ. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics