05:30 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 16:21:32, 540 ნახვა

სამხედრო
ამერიკელი გენერალი ხიდაშელს: მოუთმენლად ველოდები ქართველ სამხედროებთან შეხვედრას

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მიერ ავღანეთში გაღებული უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. კარგად ვიცი, თუ რამდენად აფასებენ მეკავშირეები საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში. მოუთმენლად ველი ქართველ სამხედროებთან შეხვედრას და მათ მხარდამხარ მსახურს,“ - ამ სიტყვებით გაეცნო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მომავალი მეთაური საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოალიციური ძალების მომავალი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა წარუდგინა.

მათივე ინფორმაციით, ამერიკელ გენერლებთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა მიუნხენში, 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ყურადღება გამაახვილეს მიმდინარე წელს საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილ ორ სწავლებაზე - „ღირსეულ პარტნიორსა“ (“Noble Partner”) და „Agile Spirit 2016“-ზე.

როგორც გენერალ-ლეიტენანმა ჰოჯესმა აღნიშნა, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა - „ბრედლი“ და „აბრამსი“ შემოვა. ამერიკელი გენერლის თქმით, ამით წინასწარ მოხდება დადგენა, თუ რა ვადაშია შესაძლებელი რუმინეთიდან საქართველოში მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსხმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, გაზაფხულზე ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლობის საქართველოში ვიზიტს, რომელიც ფოთის პორტის შესაძლებლობებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით განხორციელდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics