17:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-14 16:30:39, 513 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ყველას მხრიდან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა, ჩვენი რეფორმების დღის წესრიგს დადებითად აღიქვამენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ტრიბუნა მსოფლიო ლიდერებისთვის ქვეყნის  დღის წესრიგის გასაცნობად გამოიყენა.

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც ქვეყნების ლიდერები ხვდებიან, საუბრობენ უსაფრთხოების სიტუაციაზე და არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ქვეყნის დღის წესრიგი, თუ საით მივდივართ ჩვენ, რა გეგმები გვაქვს და რა პრობლემები გვაქვს, ინფორმაცია წარმოვადგინოთ საერთაშორისო პლატფორმაზე,"- აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, რომელთაც საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. გამოითქვა საქართველოს ხელისუფლებისადმი სრული მხარდაჭერა.

"იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველას მხრიდან, ვისაც კი ჩვენ შევხვდით. გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ამ სივრცეში მოძრაობს ბევრი ლიდერი და გვქონდა სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრები. ყველა მხრიდან იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა. ძალიან დადებითად აღიქვამენ ჩვენი მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და გამოთქვეს სურვილი, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ. ასევე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ ეს პლატფორმა იმისთვის, რომ წარმოგვეჩინა საქართველოს უსაფრთხოების კუთხით ჩვენი პრობლემები ოკუპაციასთან მიმართებაში,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს მონაწილეობას კონფერენციის თემატურ პანელზე, სადაც წარმოდგენილი იყო ბალკანეთის ოთხი ქვეყანა, რომელთაგან ორი ევროკავშირის წევრია. მისივე თქმით, პანელის მოდერატორი იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი და "თვითონ ფაქტი, რომ საქართველოს უკვე განიხილავენ ამ ქვეყნების რიგში, არის ძალიან დადებითი."

მიუნხენის ვიზიტის შეფასებისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატების შესრულებას, რაც მისი გამოსვლის მთავარი თემა იყო.

"ჩვენ ძალიან გვჭირდება ახლა საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგს გარშემო. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ყველაზე მოკლევადიანი მიღწევა, რაც ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს არის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ უკვე შევასრულეთ. დადებითი ტექნიკური დასკვნა უკვე არსებობს და აქ უკვე საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაცია. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი განცხადება პანელზე, რომ არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ იყოს  ასოცირებული მიგრანტების პრობლემასთან და სხვადასხვა უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციასთან, რომელიც დღეს რეგიონში გვაქვს.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ჩვენი მხარდამჭერების კონსოლიდაცია იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი დაიდოს ამ კუთხით,"- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდასთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხებს და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ეთიკური წმენდის, სამხედრო ტყვეების წამების და სხვა დანაშაულებათა გამოძიების აუცილებლობის საკითხი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
მედია - რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics