18:46 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 18:47:11, 2040 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული მოძრაობის წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა

ეროვნული მოძრაობის წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ წულეისკირი გარდაიცვალა. მწერალი და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი 83 წლის იყო. 

ნოდარ წულეისკირი დაიბადა 1932 წლის 5 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1959 წლის ჟურნალ „ცისკარის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა მისი ნოველები: „მეპაპიროსე მოსე“, „ექვთიმეს ხე“, „ლუკა“.

1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ „დილას“ პასუხისმგებელ მდივნად, „ცისკრის“, „მნათობის“ განყოფილების გამგედ. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად.

ნოდარ წულეისკირის რომანი „აფთრები" იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი „მონანიება“.

1990 წლის ნოემბერში ნოდარ წულეისკირი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

ნოდარ წულეისკირი არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორია. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობს სოფელ წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics