22:37 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 19:00:34, 562 ნახვა

სპორტი
„იმედის“ გენდირექტორი შალვა რამიშვილისგან და თათია სამხარაძისგან აუდიოჩანაწერის გასაჯაროვებას ითხოვს

ტელეკომპანია „იმედის“ გერენარული დირექტორი გიორგი ბახტაძე  განცხადებას ავრცელებს  და აღნიშნავს, რომ   შალვა რამიშვილი  ტელეკომპანიის წინააღმდეგ განაგრძობს ცილისმწამებლურ კამპანიას.

ბახტაძე მოითხოვს, თათია სამხარაძისგან და შალვა რამიშვილისგან მრავალჯერ ნახსენები აუდიოჩანაწერის გასაჯაროვებას.

„ექსპრესნიუსი“ ბახტაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონი შალვა რამიშვილი განაგრძობს თავის ცილისმწამებლურ კამპანიას ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ, რათა გადაფაროს მასთან ურთიერთობის გაწყვეტის რეალური მიზეზი.

ბოლო კვირის განმავლობაში ბატონი რამიშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტელეიმედთან, მასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი ანგარიშის დაფარვაზე. ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელზე მუშაობის პროცესშიც შალვა რამიშვილმა ტელევიზიის და თავისი ადვოკატების თანდასწრებით წერილობით დააფიქსირა, რომ მას "არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ტელევიზიის, მისი დამფუძნებლების, აფილირებული და დაკავშირებული პირების მიმართ", არ გახსენებია რა ჩემს მიერ განხორციელებული ზეწოლა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რითაც დღეს აპელირებს.

ეთიკური და სხვა ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა იმ ჩანაწერის გასაჯაროება, რომელიც თათია სამხარაძემ მომასმენინა. მაგრამ რადგან შალვა რამიშვილმა პოლიტიკური დევნილის იმიჯის მორგება გადაწყვიტა, მე მოვითხოვ თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილისგან გაასაჯაროვონ მრავალჯერ ნახსენები აუდიოჩანაწერი. რის შემდეგაც ცხადი გახდება შალვა რამიშვილთან ხელშეკრულების გაწყვეტის რეალური მიზეზი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ რაც მე მოვისმინე საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეწყდეს საქმიანი ურთიერთობა“,-აღნიშნულია ბახტაძის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics