2016-04-26 18:27:52, 1083 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: ბურჯანაძის პრორუსულ პარტიასთან და ფაშისტურ „პატრიოტთა ალიანსთან“ არასოდეს ვითანამშრომლებთ (ინტერვიუ)
ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“ ამომრჩევლის გულის მოგებას ეკონომიკური პროგრამით აპირებს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა. ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი პოლიტიკური პარტიებიდან არცერთი არ არის ისეთი, რომელსაც ისეთი მკვეთრად ჩამოყალიბებული და რეალური ეკონომიკური ხედვა ჰქონდეს როგორც ეს „გირჩს“ აქვს. ჯაფარიძე მზადაა დებატების დროს ეს ნებისმიერი პარტიის ლიდერს დაუმტკიცოს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი საკუთარი გუნდის შანსებზეც საუბრობს, ამბობს რომ გამარჯვების ტოლფასი იქნება ისიც თუ პარლამენტში შევლენ ისე, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მათ გარეშე მთავრობის დაკომპლექტება. აცხადებს, რომ არის გარკვეული ძალები რომლებთანაც „გირჩი“ არასოდეს ითანამშრომლებს. ასეთებად პრორუსულ და ფაშისტურ ძალებს ასახელებს. მისი თქმით, დღევანდელ ქართულ რეალობაში პრორუსული ნინო ბურჯანაძის პარტიაა, ხოლო ფაშისტური - „პატრიოტთა ალიანსი“. რას სთავაზობს ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“ ამომრჩეველს ისეთს, რასაც არ სთავაზობენ სხვა პარტიები. რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი? აქვე ჩვენს მკითხველს ისიც განუმარტეთ თუ რა მსოფლმხედველობის არის პარტია? მსოფლმხედველობას რაც შეეხება ახალი პოლიტიკური ცენტრი თავისუფლების იდეის გარშემოა გაერთიანებული. ჩვენ გარკვეული გაგებით გადაფრავა გვაქვს როგორც მემარჯვენე - კლასიკური გაგებით მემარჯვენე პარტიებთან. მხარდამჭერები ვართ თავისუფალი ეკონომიკის, და მეორე მხრივ ჩვენ ვართ თავისუფლების მომხრეები, ამ შემთხვევაში გადაფარვა გვაქვს მემარცხენე პარტიებთან. რაც შეეხება იმას თუ რითი ვართ ჩვენ განსხვავებულები, პირველ რიგში ჩვენ იმითი ვართ განსხვავებულები, რომ ახალი სახეები მოგვყავს პოლიტიკაში. ჩვენ ყველაზე ძლიერი მხარე არის ეკონომიკური ხედვა. მე ვერ ვხედავ სხვა ისეთ პარტიას, რომელსაც შეუძლია წარმოადგინოს ხედვა თუ როგორ უნდა გადაწყდეს ეკონომიკური პრობლემების დაძლევა ქვეყანაში. საჯაროდ ვამბობთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან დავჯდეთ დებატებში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ საკუთარ თავში ვართ საკმაოდ დარწმუნებულები. გარდა ამისა ჩვენ არ ვიძლევით უტოპიურ დაპირებებს, ჩვენ არ ვაკეთებთ პოპულისტურ განცხადებებს. ამითაც გამოვირჩევით ჩვენ ქართული პოლიტიკური სპექტრისგან. ანუ თქვენი მთავარი პლუსი არის ის, რომ ამომრჩეველს ჰპირდებით რეალურ ხედვებს და არ აძლევთ გადაჭარბებულ დაპირებებს, როგორც ეს არჩევნების დროს ხდება ხოლმე? დიახ. ჩვენში პოპულიზმის ნატამალიც კი არ არის, ჩვენ გვაქვს რეალური გათვლები. გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მათ შორის ყველა იმ ადამიანთან ვისაც კი ამ ქვეყანაში ეკონომისტს ეძახიან. ეს საკითხები ყველასთან გვაქვს გავლილი. ჩვენ გვაქვს ყველაზე გააზრებული ხედვა თუ რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ ეკონომიკა დაიძრას. რა არის ის, რამაც ეკონომიკური ვითარება უნდა გააჯანსაღოს? თუ შეიძლება მთავარი საკითხი მიმოვიხილოთ... ოთხ საკითხს გამოვყოფ. პირველ რიგში უნდა მოხდეს გადასახადების მნიშვნელოვანი შემცირება. ნაწილი გადასახადების საერთოდ გაუქმება. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკაში დარჩეს რაც შეიძლება ბევრი ფული და ეკონომიკამ დაიწყოს სწრაფი ზრდა. მოქალაქეები ჯამში ყველა ერთად სწრაფად გავმდიდრდეთ, ეს არის ვითარების გაჯანსაღების წამალი. მეორე ეს არის ის, რომ იყოს სანდო ვალუტა, ეს მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც. დოლართან და ევროსთან - სანდო ვალუტებთან მიმართებაში მას სტაბილურობა უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული. მესამე ეს არის სახელმწიფოს წინაშე არსებული უამრავი ქონება, რომელიც დღეს არავის არაფერში არ ადგება, ამიტომ უნდა მოხდეს ამ ქონების ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში. რა ქონებას გულისხმობთ? ნებისმიერი სახის, იქნება ეს სასოფლო თუ არასასოფლო დანიშნულების ქონებები, დამთავრებული შენობა-ნაგებობებიდან, სახელმწიფო შპს-ებიდან და ა. შ. არის არაერთი ასეთი ქონება, რომელიც ან არ მუშაობს, ან ზარალზე მუშაობს ან გაყინულია და არავის არაფერში არ ადგება. ამ ქონებებს თუ გამოუჩნდება პატრონი ეს მოუტანს სიკეთეს ჩვენს მოქალაქეებს. მეოთხე საკითხი რაც ასევე მნიშვნელოვანია ეს არის სოციალური დახმარების სისტემა. ჩვენ ახლა ბიუჯეტიდან ელექტრონული ფონდის სახით აქედან ნახევარზე მეტი შეძლებულ და მდიდარ ხალხზე იახრჯება. შეძლებულ მოქალაქეებს სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს. მათ სარგებელი უნდა ნახონ გადასახადების გაუქმების ან შემცირების ხარჯზე. ჯამში დაახლოებით 3 მილიონ მოქალაქეს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს სხვადასხვა ფონდით. „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზეც უნდა გკითხოთ. ამ საკითხებზე გქონდათ განსხვავებული მიდგომები და ამიტომ დატოვეთ მაშინ პარტია თუ იყო სხვა მიზეზებიც რის გამოც გაემიჯნეთ პარტიას? იყო ეს საკითხებიც. ამას გარდა იყო განსხვავებული საკითხები რიგ საკითხებზე, ახლა ჩვენ გვაქვს ინიციატივები, რომლისაც მე პირადად ბოლომდე მჯერა. არ მიწვეს ამ ხედვებზე უარის ტქმა იმის გამო, რომ შეიძლება ეს ვინმეს არ მოეწონოს. ეს ხედვები მთლიანად გაზიარებულ განახლებულ პოლიტიკურ ცენტრში. ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან არის ხოლმე ბრალდებები, რომ ერთადერთი პარტია ვისაც „გირჩის“ ამ ფორმით არსებობა აძლევს ხელს ეს არის „ქართული ოცნება“. ამაზე რას იტყვით? „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან ამგვარი ბრალდებები ნორმალური პოლიტიკური პროცესი მგონია. რომ ვთქვა ჩვენს გამო ვიღაც განსაკუთრებულად ნერვიულობს-თქო ეს ნამდვილად არ არის ასე. იქნებიან ჯგუფები, რომლებიც იტყვიან რომ ჩვენ ვთამაშობთ ბიძინას თამაშს, ასევე არის მეორე ჯგუფი რომელიც ამბობს რომ ჩვენ სააკაშვილის თამაშს ვთამაშობთ, ასეთი რაღაცეები პოლიტიკაში ხდება და ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. ჩვენზე გაცილებით განვითარებულ ქვეყნებშიც კი ხდება მსგავსი რაღაცეები პოლიტიკაში. როგორ ფიქრობთ რა შანსები გაქვთ არჩევნებზე და ამავე დროს უნდა გკითხოთ კოალიციაზეც. ხომ არ ფიქრობთ პროდასავლური კოალიციის შექმნას თუნდაც იმავე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან სხვა პარტიებთან? შანსებს რაც შეეხება შანსები გვაქვს საკმაოდ დიდი. ამას ადასტურებს კვლევებიც, საიდანაც ნათლად ჩანს რომ მოსახლეობის 2/3 უკმაყოფილოა არსებული პოლიტიკური პარტიებით. საზოგადოებას რწმენა დაკარგული აქვთ პოლიტიკოსების მიმართ. ეს არის საკმაოდ კარგი შანსი ახალი პოლიტიკური ძალისთვის, იმისათვის რათა თავი დაიმკვიდროს. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო, რისთვისაც მზად ვართ. შანსები საკმაოდ დიდია, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. რაც შეეხება საარჩევნოდ კოალიციის შექმნას ასეთი არაფერი იგეგმება. ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად გასაგებად დაწერილი პროგრამა. ამაზე ვხარჯავთ დროს, რომ ეს მივიტანოთ ამომრჩევლამდე. „გირჩი“ არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს თუ პარლამენტში მნიშვნელოვანი ადგილების მოსაპოვებლად იბრძვით? ნებისმიერი პოლიტიკური პარრტიის ბრძოლის მთავარი მიზანი არის გამარჯვება. ასეა ჩვენ შემთხვევაშიც. მიზანი გასაგებია, თუმცა შანსებს რამდენად რეალურად უყურებთ? ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩემთვის გამარჯვების ტოლფასი იქნება ის თუ დიდი ფრაქციით შევალთ პარლამენტში, ისე რომ ვერავინ ვერ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება ჩვენს გარეშე. ტრადიციულად არჩევნებზე არასასურველი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ხოლმე. „შავი პიარისა“ თუ ქვების სროლის თანხლებით. ასე ტარდებოდა საარჩევნო კამპანია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. რას ელოდებით ამ არჩევნებისგან? ჩემი აზრით, იქნება პოლიტიკურად ცხელი ზაფხული. მივა თუ არა ქვების სროლამდე საქმე ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ცხელი ნამდვილად იქნება. ამავ დროს საინტერესო არჩევნები გველოდება წინ. არის პრობლემებიც, რომელიც უკვე ჩანს. ეს არის საარჩევნო სისტემა. ეს სისტემა მომგებიანია მმართველი გუნდისთვის, მაგრამ არ არის სახარბიელო ოპოზიციციური ძალებისათვის. პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსი და ბიუროკრატია. საბიუჯეტო თანხები გაწერილია ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ამომრჩევლის გული მოიგოს. საარჩევნო კომისიებიდან უამრავი პროფესიონალი ადამიანი გაუშვეს და ესეც პრობლემაა. ასეთი პრობლემები არსებობს, ტემპერატურაც მაღალი იქნება, მაგრამ მგონია რომ შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არჩევნები იყოს სახელმწიფოს ისტორიაში. დაასახელეთ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენი აზრით, იმოქმედებს თუ არა ეს ყოველივე ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე? ვიზალიბერალიზაციაზე ვერ იმოქმედებს. იმიტომ, რომ 99%-იანი ალბათობით ევროკავშირის ქვეყნებთან ძალიან მალე ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაგრამ ვიზალიბერალიზაციით არ მთავრდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. ძალიან გრძელი და რთული გზა გვაქვს გასავლელი ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოების თვალსაზრისით. ამ მხრივ ამ არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, წავალთ ჩვენ დემოკრატიის განვითარების მხრივ თუ პირიქით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნების შემდეგ დამთავრდეს არაფორმალური მმართველობა. თუ თქვენი პარტია შევა პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლებთ თუ არის რომელიმე ძალა, რომელთანაც თქვენი პოლიტიკური გაერთიანება პრინციპულად არ ითანამშრომლებს? ჩვენ პრინციპულად არ ვითანამშრომლებთ არცერთ პრორუსულ ძალასთან. არც წინასაარჩევნოდ, არც არჩევნების შემდეგ და არასდროს. ჩვენ ასევე არ ვითანამშრომლებთ ფაშისტებთან. არის რაღაც საზღვრები, რომლებსაც მკაცრად ვიცავთ. სხვა მხრივ თანამშრომლობის პრობლემა არ გვაქვს არცერთ ძალასთან არც ახლა, ამჟამინდელ პარლამენტში შემავალ ფრაქციებთანაც ვთანამშრომლობთ. ყოფილა უმრავლესობის არაერთი ინიციატივა, რომლისთვისაც მხარი დაგვიჭერია და ყოფილა ინიციატივები რომლისთვისაც არ დაგვიჭერია მხარი. ზოგადად ვფიქრობთ, რომ თუ რამე აკლია ქართულ პოლიტიკას ეს არის თანამშრომლობის კულტურის არქონა. თანამშრომლობის კულტურა უნდა დავამკვიდროთ, რადგან მასზე უარის თქმას არაფერი არ მოაქვს კარგი. აღნიშნეთ, რომ პრორუსულ და ფაშისტურ ძალებთან არ ითანამშრომლებთ. ვინ მიგაჩნიათ ასეთებად? პრორუსული ძალა არის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, ფაშისტური ძალა კი „პატრიოტთა ალიანსია“. არიან სხვა ძალებიც, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ ორიენტაციას არც მალავენ. იაგო ნაცვლიშვილი ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში
კახა კალაძე: სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება
შსს - მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|