15:26 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 22:30:42, 577 ნახვა

სპეციალური ანონსი
27 აპრილის სპეციალური ანონსი

27 აპრილს, 10:00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გიგლა აგულაშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და აშშ-ში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს.
მის: გულუას ქ. N 6

27 აპრილს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სოციოლოგიური გამოკითხვის: „პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“ შედეგების პრეზენტაციას გამართავს. 
მის: ლ. გუდიაშვილის ქ. #7
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202 

27 აპრილს, 12:00 საათზე, ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე „ვისოლი“„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ კამპანიის ფარგლებში საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მძღოლებს უსაფრთხო მგზავრობისკენ სიმბოლური სატესტო გარბენებით (TestDrive) მოუწოდებენ. 
საკონტაქტო პირი რუსუდან კბილაშვილი - (995 32) 2915 315/250/ მობ: (995 99) 320412

27 აპრილს, 12:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციის 2015 წლის ანგარიშს წარუდგენს. პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. 
მის:. რუსთაველის გამზ. #13, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“

27 აპრილს, 12:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

27 აპრილს, 12:30 საათზე, აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საზოგადოებრივი საბჭოს საინიციატივო ჯგუფის წევრები ხათუნა გადელია და მამუკა გვაძაბია ბრიფინგს გამართავენ.
თემა: აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოს მიერ ინიცირებული ანტიკონსტიტუციური ცვლილება. აფხაზეთის ა.რ უმაღლესი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნისა და აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში არჩევნები,
მის.: იოსებიძის ქ. N 57, I სართული
საკონტაქტო პირი ხათუნა გადელია - 599 28 28 00 
27 აპრილს, 13:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული გაიმართება სხდომა
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

27 აპრილს, 13:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში, რეგიონული სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემ 20 ახალ მანქანას დაათვალიერებს. 
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი; (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი)

27 აპრილს, 13:00 საათზე, ”თიბისი გალერეაში” შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. 
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, ”თიბისი ბანკის” სათავო ოფისი

27 აპრილს, 14:30 საათზე, თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

27 აპრილს, 14:40 საათზე, ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, ირალი ჩიქოვანი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ბეტინა კადენბახს შეხვდება
მის: ქუთაისი, პარლამენტის ოთახი N410

27 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

27 აპრილს, 15:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 
ქუთაისი, დარბაზი №304

27 აპრილს, 15:50 საათზე, გაიმართება ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის თავმჯდომარის, მალხაზ ვახტანგაშვილის საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ბეტინა კადენბახთან შეხვედრა.
ქუთაისი, ოთახი N154

27 აპრილს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მსურველებს იწვევს მუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარზე „პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან“, სადაც მომხსენებელი ეკონომიკის აკადემიური დოქტორი დავით ასლანიშვილი იქნება.
თემა: “სავალუტო კრიზისები საქართველოში: გაკვეთილები და პერსპექტივები (1995 – 2016 წწ)“
მის.: უნივერსიტეტის X კორპუსი (მაღლივი), აუდიტორია # 206
საკონტაქტო ტელეფონი: 593 13 18 11

27 აპრილს, 17:00 საათზე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ბეტინა კადენბახს შეხვდება 
ქუთაისი, ოთახი N402

27 აპრილს, 18:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართება.
საკონტაქტო პირები: ეკა ჭყონია: 5 77 731955, 5 71 731955; ნინო აღდგომელაშვილი: 5 99 140008

27 აპრილს, 19:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე სოფო სალუქვაძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს, სადაც მხატვრის 40–მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics