16:12 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 19:54:10, 601 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსოფლიო ფსიქიატრიის ასოციაციის რეგიონული კონფერენციის თბილისში ჩატარება, რადგან საქართველო ნელ- ნელა, სულ უფრო მტკიცედ ხდება სამეცნიერო კვლევითი კონფერენციების ცენტრი.

მინდა მივესალმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება მეცნიერებაში და განათლებაში, სადაც საქართველოს როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება წარმოჩენილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ფსიქიატრები უმკლავდებიან ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ არა მხოლოდ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, არამედ  გავლენას ახდენენ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ინსტიტუტებზე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) რეგიონული კონფერენცია თბილისში პირველად გაიმართა და მისი მიზანი ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, პაციენტის ღირსებისა და უფლებების დაცვა, გენდერული პოლიტიკის შემუშავება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სათემო სერვისების განვითარების ხელშეწყობაა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაზარე გრიგორიადისი - ბრძოლა გრძელდება - აქციებზე შევხვდებით! [ვიდეო]
ირაკლი ქარქაშაძე - Routes Europe 2024-ზე ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი დიდია
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე „ელისო“ ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics