12:33 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 10:40:25, 3025 ნახვა

კულტურა
"თიბისი გალერეამ" „თბილისი - 2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების" კონცერტს უმასპინძლა

"თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, "თიბისი გალერეაში" ყოველწლიური ფესტივალის, „თბილისი -2016 თანამედროვე მუსიკის საღამოების" კონცერტი გაიმართა.

მუსიკალურ საღამოზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რიხარდ შტრაუსის, ალექსანდრ სკრიაბინის, კარლჰაინც შტოკჰაუზენისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა.  კონცერტზე მაყურებელმა  ნიკოლა ვერენის ინსტალაციასაც ოპერიდან  „უშბა და თეთნულდი" იხილა.
 
„თანამედროვე მუსიკის საღამოები"  საქართველოში  2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება.  წელს   ფესტივალი  პროექტის,  Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

 „თანამედროვე მუსიკის საღამოები" საქართველოში უკვე მე-12 წელია მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. საერთაშორისოდ აღიარებული  თანამედროვე მუსიკის ანსამბლების მონაწილეობით ქართველი მსმენელი ეცნობა მსოფლიო მუსიკის მიღწევებს და იღებს ინფორმაციას თანამედროვე მუსიკალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ფესტივალში სისტემატურად მონაწილეობენ კონსერვატორიის წამყვანი პროფესორები, სტუდენტები, თანამედროვე მუსიკის ანსამბლები და სოლისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან  და ა.შ.

ბოლო წლებში  ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა რუსმა პიანისტმა ალექსეი ლიუბიმოვმა, გერმანელმა დირიჟორმა ჟოლტ ნადმა, ფრანგმა მსახიობმა სედრიკ ტიოლემ, ასევე კომპოზიტორებმა: ფრანსუა-ბერნარ მაში, იზაბელ მუნდრი, ფილიპ იურელი, იოსებ ბარდანაშვილი, დან იუხანსი, ჰანს ტუჩკუ, რომლებმაც ლექციები წაიკითხეს და მასტერკლასები  ჩაატარეს კონსერვატორიის სტუდენტებისთვის.

წელს „თანამედროვე მუსიკის საღამოები" 26 მარტს დაიწყო და 9 მაისამდე გაგრძელდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics