14:57 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 17:06:32, 780 ნახვა

მსოფლიო
ბოლო ინფორმაციით, ხარკოვში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 10–ზე მეტი კი, დაშავდა

ბოლო ინფორმაციით, ხარკოვში „ღირსების მარშის“ დროს მომხდარი აფეთქების შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა, 10–ზე მეტი კი, დაშავდა. 

ინფორმაციას „ბიბისი“ ხარკოვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის ერთ–ერთი პოლიციელია. 

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ხელყუმბარამ გამოიწვია, რომელიც უცნობმა პირებმა გამვლელი ავტომობილიდან ისროლეს. 

არსებული ინფორმაციით, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული, სადაც აღნიშნული ინციდენტის შესწავლა მიმდინარეობს.  

შეგახსენებთ, ხარკოვში აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მარშის მონაწილეები სპორტის სასახლიდან თავისუფლების მოედნისკენ  უნდა დაძრულიყვნენ, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics