02:32 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 12:10:21, 657 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: თუ ზურა ჯაფარიძეს ჰგონია, არ გავახსენებ, რომ ყველაზე მწარე ფაშისტის - სააკაშვილის ძუძუს გოჭი იყო, ძალიან ცდება

„თუ ზურიკო ჯაფარიძეს ჰგონია, რომ ფაშისტურ ძალად მომიხსენიებს და მე არ გავახსენებ, რომ ყველაზე მწარე ფაშისტის -სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და ძუძუს გოჭი იყო, ძალიან ცდება“, - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „გირჩის“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის მიერ „ექსპრესნიუსთან“ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილმა გმირობად შეაფასა "გირჩის" წევრების გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ „ნაცმოძრაობა“. მისივე შეფასებით, თვეების მანძილზე, რაც მეტ- ნაკლებად იპყრობდა მის ყურადღებას, ეს იყო "გირჩის" მოზომილი, რბილი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი.

„მოკლედ, კაცს არ ეხები და თვითონ გიწვევს, რომ პასუხი გასცე. ამჯერად, იძულებული ვარ, აწ უკვე "გირჩელ" ზურიკო ჯაფარიძეს გამოვეხმაურო, რომელსაც ფაშისტურ ძალად მოვუხსენიებივარ. რაღა მიჭირს, გამომიჩნდა ახალი იარლიყმომკერებელი.

არ ვთვლი, რომ "გირჩი" ჩვენი კონკურენტია. საერთოდ არ ვანიჭებ რაიმე მნიშვნელობას მათ არსებობას პოლიტიკურ ველზე. თუ ვინმეს (მცირე რაოდენობის) ამომრჩეველს წაართმევენ, მხოლოდ ძველ თანამოაზრეებსა და თანაგუნდელებს- „ნაცებს“ და არა ჩვენ... ამიტომ არასდროს გამჩენია ინტერესი და სურვილი, რაიმე ფორმით შევხებოდი ამ პოლიტჯგუფს. არც დრო მაქვს იმდენი, რომ მახსოვდეს ზურიკო ჯაფარიძე. ერთი, რაც მახსენდება ისაა, რომ ივანიშვილმა გმირობად შეაფასა "გირჩის" წევრების გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ „ნაცმოძრაობა“ და ესეც მესმის, რატომ...

წაახალისა „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი. თვეების მანძილზე, რაც მეტ- ნაკლებად იპყრობდა ჩემს ყურადღებას, ეს იყო "გირჩის" მოზომილი, რბილი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი. რა დაგიმალოთ და... ესეც მესმის, რატომ ხდება... მაგრამ თუ ზურიკო ჯაფარიძეს ჰგონია, რომ ფაშისტურ ძალად მომიხსენიებს და მე არ გავახსენებ, რომ ყველაზე მწარე ფაშისტის -სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი და ძუძუს გოჭი იყო, ძალიან ცდება. ფაშისტები მოიკითხე შენს გარემოცვაში!!! და მთავარი: პარლამენტში როგორ ითანამშრომლებ, ან არ ითანამშრომლებ ჩემთან, როცა თქვენი რეიტინგი 1%- საც ვერ სწვდება და პარლამენტში საერთოდ ვერ მოხვდებით. ასე რომ, კაკაო დალიე, ზურიკო, კაკაო, და მე თავი დამანებე. შენ ერთადერთი პერსპექტივა გაქვს- პატარა ციყვობიდან შედარებით მოზრდილ ციყვად იქცე, მაგრამ ციყვი იქნები ყოველთვის. ლომად ვერ იქცევი“, - წერს ირმა ინაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა,  რომ არასოდეს ითანამშრომლებენ პრორუსულ და ფაშისტურ ძალებთან. კითხვაზე ვის მიიჩნევს ასეთად ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „პრორუსული ნინო ბურჯანაძის პარტიაა, ხოლო ფაშისტური - „პატრიოტთა ალიანსი“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics