02:21 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 12:19:54, 590 ნახვა

საზოგადოება
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობა წინა აღწერასთან შედარებით, 2,5 პროცენტით მეტია

მოსახლეობის  2014 წლის  საყოველთაო აღწერის  შედეგების მიხედვით,  თბილისის მოსახლეობამ  1 108 717 კაცი შეადგინა, რაც  წინა  აღწერასთან  შედარებით, 2,5 პროცენტით მეტია.  მატება ძირითად  განპირობებულია მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების  სოფლის ტიპის დასახლების თბილისთან შემოერთებით.

საქართველოს  სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე  მნიშვნელოვანი შემცირება, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (29,0 პროცენტი), ხოლო ყველაზე ნაკლები-აჭარის ა.რ-ში (10,6%).

საქართველოს მოსახლეობის აღწერა  2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3 724 დასახლება. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics