17:34 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 13:12:03, 709 ნახვა

სამართალი
ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის რჩევა ცილისმწამებლური კამპანიის დამკვეთებს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი იმედა დვალიძე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში, საინფორმაციო საშუალებებში სარეკლამო წესით გავრცელდა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის რეპუტაციის შემლახავი სტატიები.

დვალიძე ოპონენტებს მოუწოდებს, სამართლებრივი დავის ცივილიზებულ სივრცეს დაუბრუნდნენ.

„ბიზნესმენის წინააღმდეგ მედია სივრცეში აგორებული ცილისმწამებლური და ტყუილებზე აგებული კამპანია გამონაკლისი არ არის. ანალოგიური კამპანიები პერიოდულად  იმართება კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების ორგანიზებით და იგი ყოველთვის ემთხვევა ვანო ჩხარტიშვილისთვის სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონოდ და ძალადობით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით ინიცირებული სასამართლო პროცესების სხდომების მიმდინარეობას.

მიზანი ბანალურად მარტივია, დავის სამართლებრივიდან  მედია სივრცეში გადატანით და სიცრუის  ტირაჟირებით, მოსამართლის დაშანტაჟება და ზეწოლა სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ტაქტიკამ არც ფოთის  წისქვილქარხნისა და არც ნავმისადგომების შემთხვევაში არ გაამართლა და პირველი ინსტანციის სასამართლო ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ოპონენტები ამჯერადაც  დაშანტაჟების გზას დაადგნენ, რადგან უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოს სხდომები გაიმართება. თუმცა, ამჯერად,  დავიდან სრულიად განყენებული თემით ცდილობენ ჩვენს წინააღმდეგ  არასასურველი ფონის შექმნას. კერძოდ, უნდათ საზოგადოებას საკუთარი ინტერპრეტაციებით  ახალ ამბად მიაწოდონ 5თვის წინანდელი და უკვე არაერთხელ გახმაურებული ჩხარტიშვილისა და პატარკაციშვილების ოჯახის  სასამართლო დავის დეტალები.

ოჯახთან  სასამართლო პროცესები დღესაც მიმდინარეობს როგორც ქართულ, ასევე ინგლისის სასამართლოებში. დავის მიუხედავად, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ პატარკაციშვილებს და დარწმუნებულები ვართ,  ყველა სადაო საკითხს ცივილიზებულად გადავწყვეტთ.

რაც შეეხება, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამ თემასთან წისქვილქარხნისა  და ნავმისადგომების დავის მიბმის უბადრუკ მცდელობას,  ეს მათი არგუმენტების სიმწირის კიდევ ერთი საბუთია.  ასევე, უხერხულია, სხვა თუ არაფერი, სხვისი ქონების  მითვისებაზე საუბარი იმ ხალხის მხრიდან, რომელთაც ბევრი  ბიზნესმენი  სააკაშვილის რეჟიმთან თანამშრომლობით  მათი ბიზნესების მიტაცებაში ადანაშაულებს.

კიდევ ერთხელ  მოვუწოდებთ ოპონენტებს, დაუბრუნდნენ სამართლებრივი დავის ცივილიზებულ სივრცეს, იდაონ არგუმენტებით, ფაქტებით და თავი დაანებონ შანტაჟითა და მუქარით წარსულში საკუთარი ძალადობის გათეთრების ფუჭ მცდელობებს. ასევე მოვუწოდებთ ვანო ჩხარტიშვილის დაფუძნებული ტელეკომპანია „მზის“ რამდენიმე ყოფილ ჟურნალისტს, ნუ იღებენ მონაწილეობას კამპანიაში, რომელიც  სინამდვილის მრუდ სარკეში წარმოჩენას ემსახურება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ამგვარი კამპანიები სამართლიანობის აღდგენის სამართლებრივი გზიდან ვერ გადაგვახვევინებს“, - ნათქვამია ადვოკატ იმედა დვალიძის განცხადებაში.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics