07:09 - 11 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 13:28:09, 538 ნახვა

საზოგადოება
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის 2014 წლის აღწერის  შედეგების მიხედვით,  მოსახლეობის  28,5% წარმოადგენს შიდა მიგრანტებს - პირებს, რომლებმაც მუდმივი საცხოვრებელი  ადგილი  საქართველოს  ფარგლებში შეიცვალეს. შიდა მიგრანტთა 33,6%-ს მამაკაცები წარმოადგენენ, ხოლო 66,4%-ს-ქალები.

შიდა მიგრანტთა უმეტესობა ცხოვრობს ქალაქ თბილისში, იმერეთის რეგიონში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

მოსახლეობის  5,0 პროცენტს შეადგენენ იმიგრანტები - პირები, რომელთაც ოდესმე უცხოვრიათ  საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს. მათ შორის 51,9% მამაკაცია, ხოლო 48,1%-ქალი. იმიგრანტთა 77,4% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 22,6%-სასოფლოში.

იმიგრანტთა უმეტესობა განაწილებულია ქალაქ თბილისში, იმერეთის რეგიონში და ქვემო ქართლის რეგიონში.

აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრანტთა ყველაზე დიდი  ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში და თურქეთში.

რაც შეეხება ემიგრანტებს, ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა.

აღწერის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ემიგრანტი წარმოადგენდა  2002 წლის  1 იანვრიდან საქართველოდან  უცხო სახელმწიფოში მუდმივად, ან დროებით საცხოვრებლად წასულ პირს, რომლის არყოფნა საქართველოში აღემატებოდა 12 თვეს, ან რომელიც აპირებდა საზღვარგარეთ დარჩნას 12 თვეზე მეტხანს.

მოსახლეობის აღწერა  2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონპროექტი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება
კობახიძე - კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება
შსს - ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ მელიასგან, ელისაშვილისგან, გვარამიასგან, ვაშაძისგან, ჯაფარიძისგან 1 200 ლარი მიიღო
კალაძე - საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics