19:19 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 14:36:43, 769 ნახვა

სამართალი
„თბილისის აეროპორტში“ ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

 შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 26 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“   ოქროს საიუველირო ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს.

"კერძოდ, აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ა.-ს ეჭვის საფუძველზე კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ხელბარგსა და სხეულზე აღმოაჩნდა საერთო წონით 219,08 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 13679,77 ლარი.

ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა 11331,13 ლარის ღირებულების 87,21 გრამი ოქროს ნაკეთობები.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ორივე მგზავრს სანქციის სახით  შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად,  13679,77 ლარისა და  11331,13 ლარის ოდენობით.

ეჭვის საფუძველზე მეტალოდეტექტორით და სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ა.-ს მებაჟე ოფიცრებმა 378,88 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 24539,5 ლარი.

ამავე მეთოდით შეამოწმეს და საერთო წონით 386,76 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.მ.-ს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 30059,88 ლარი.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს",-აცხადებენ სსიპ შემოსავლების სამსახურში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics