03:59 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 16:46:05, 631 ნახვა

რეგიონი
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია იგეგმება

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია იგეგმება.

როგორც „ექსპრესნიუსს“აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარისა და მისი ტურისტული პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM-2016, რომელშიც დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობს. შუა აზიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაში, რომელშიც დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი 25-28 აპრილს წარადგინა, აჭარის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, კი ვიზიტორების უმრავლესობა ძირითადათ აჭარის მაღალმთიანეთითა და ეკოტურისტული მარშრუტებით დაინტერესდა.  დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 85 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას და მას მიმდინარე წელს 26 000 ადამიანი სტუმრობდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამოფენაში მონაწილეობის გარდა,  წელს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციასაც გეგმავს.

პარალელურად რეგიონის ტურისტული პროდუქტების წარდგენა იგეგმება ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაშიც, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეზენტაციას მაისში ჩაატარებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics