14:17 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 18:54:12, 331 ნახვა

პოლიტიკა
მრგვალი მაგიდა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის

28 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ასოცირების შესახებ შეთანხმების სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პირველი შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმის მეორე სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს შეხვედრების გამართვას მინიმუმ 6 თვეში ერთხელ, ასოცირების შესახებ შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის ცალკეულ საკითხებზე.
შეხვედრის მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება, კერძოდ, სოფლის მეურნეობასთან და სასოფლო განვითარებასთან დაკავშირებული ქმედებების საკითხებზე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - „თიბისი დაზღვევა“
მდინარაძე - ვისაც არ უნდა, მხარი დაუჭიროს ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics