13:57 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 19:34:22, 437 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ”ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში წერია, რომ არსებული საარჩევნო სისტემა არის მახინჯი და შესაცვლელი

"რესპუბლიკელები" როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივას მხარს დაუჭერს" - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდიდან ”რესპუბლიკელები”, ”კონსერვატორები” და ”ეროვნული ფორუმი” რეგიონულ-პროპორციული სისტემის მხარდამჭერები იყვნენ. მან აქვე აღნიშნა, რომ მაშინ პარტია ”ქართული ოცნება” არ არსებობდა და ამ პარტიას, ვალდებულება - გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონულ-პროპორციული სისტემის შემოღებაზე, არ აუღია. 

"ეს მნიშველოვანი რამ არის და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კოალიცია , მაგრამ არსად წერია, რომელ საარჩევნო მოდელზე იღებდა პასუხისმგებლობას კოალიცია. ამიტომ გასაგებია, რომ პარტია ”ქართული ოცნების” ერთი ნაწილი თანახმა იყო რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე, ხოლო მეორე და უფრო დიდი ნაწილი არ იყო ამის მომხრე. ჩვენ, ”რესპუბლიკელებმა”, დავით უსუფაშვილის შეთავაზებით ასეთი კომპრომისი მოვძებნეთ - იყოს არსებული შერეული სისტემა 77-პროპორციული სიით და 73-მაჟორიტარული წესით, ოღონდ 50%-იანი ბარიერითა და გამოთანაბრებული და თანაზომადი ოლქების მიხედვით ეს იყო მაქსიმუმი ამ პარლამენტში და ამ უმრავლესობაში და ჩვენ აქვე შევთავაზეთ, რომ მხარს დავუჭერდით სისტემის ასეთ მოდერნიზაციას, თუ პარალელურად დღევანდელი პარლამენტში რეგიონალურ-პროპორციული სისტემის მიღებას შეძლებდა", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

მან იქვე აღნიშნა, რომ უმრავლესობის 81 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების მოსურნენი თავად უმრავლესობაშიც არ არიან და იმედი გამოთქვა, რომ შესრულდება პირობა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შესახებ. 

”ჩვენ ამ პროექტთან დაკავშირებით უმრავლესობიდან ველოდებით 81 ხმას - დანარჩენი არის ოპოზიციის გადასაწყვეტი - იქნება ”ნაციონალური მოძრაობა”, ”თავისუფალი დემოკრატები” თუ ”გირჩი”. თუ ეს იქნება ტორპედირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პირობა დარღვეულია”, - დასძინა დავით ბერძენიშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics