23:43 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 20:05:54, 521 ნახვა

საზოგადოება
IRI: მიუხედავად რუსული საფრთხისა, ქართველები დასავლეთისკენ სწრაფვას ინარჩუნებენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, მიუხედავად რუსული საფრთხისა, ქართველები დასავლეთისაკენ სწრაფვას ინარჩუნებენ.

როგორც IRI-ის კვლევაშია ნათქვამი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს პროდასავლურ საგარეო კურსს, როგორც საშუალებას, ერთის მხრივ გაუმკლავდნენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს და მეორეს მხრივ გააუმჯობესონ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გამოკითხულთა 79 % - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ქართველები ქვეყნის მთავარ პარტნიორებად მოიაზრებენ აშშ-სა და ევროკავშირს, იმავდროულად 71% მიიჩნევს, რომ რუსეთი წარმოადგენს ქვეყნის მთავარ საფრთხეს.

მიმდინარე დაძაბულობა საქართველო-რუსეთს შორის, კერძოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფახაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების საკითხი, კვლავ ძალიან აწუხებს ქართველ ხალხს. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 77 % აფასებს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას როგორც „ცუდს“ და 67 % ამბობს, რომ რუსული აგრესია არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება; რუსული სამხედრო ძალები ჯერ კიდევ რჩებიან ოკუპირებულ რეგიონებში, მაშინ, როდესაც თითქმის რვა წელი გავიდა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

IRI-ის ევრაზიის მიმართულების დირექტორი სტეფან ნიქსი აცხადებს, რომ დასავლეთთან მჭიდრო კავშირი, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აზრით, „დასავლეთი მხოლოდ რუსეთისგან დამცავ ბარიერს არ წარმოადგენს, ის ასევე იძლევა ეკონომიკური ზრდის პირობას. ზოგადად ქართველებისთვის დასავლეთი ასოცირდება სტაბილურობასთან”.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics