01:46 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 10:47:20, 319 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ შვედეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა

27-28 აპრილს, შვედეთის სამეფოში, ქ.სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ  ორმხრივი შეხვედრები გამართა იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის და მიგრაციის მინისტრთან მორგან იოჰანსონთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ანიკა სოდერთან და შვედეთის სამეფოს  იუსტიციის სამინისტროს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან ანნ ლინდესთან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და მის წარმატებულ იმპლემენტაციას, DCFTA-ის ჩათვლით; 
დადებითად შეფასდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო და დაფიქსირებული პროგრესი. აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში საქართველოს სასარგებლოდ ცვლილებების დროულად შეტანის აუცილებლობას. 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრა გამართა  შვედეთის პარლამენტის სპიკერთან ურბან ალინთან და მრგვალი მაგიდის ფორმატში საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტების წევრებსაც ესაუბრა. 

პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მოახლოვებული არჩევნებისათვის  მზადების პროცესი განიხილეს; საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს.

შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა  დაადასტურეს როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისე ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და გამოხატეს მზაობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ევროინტეგრაციის პრეცესში ხელშეწყობის თაობაზე. „შვედეთი საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია, როდესაც საკითხი ეხება მნიშვნელოვან რეფორმებს, დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის კუთხით.შვედეთი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და სრულად ესმის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობა ქვეყნისათვის.საუბარი ვიზიტის დროს  შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს რეგიონს, იმ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს ახალი რეფორმების გზით მოსახლეობას.“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

27 აპრილს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე შვედეთის  თავდაცვის მინისტრს პიტერ ჰულტკვისტს შეხვდა. სამუშაო ლანჩზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასაც.

შეხვედრები, ასევე, გაიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის სახელმწიფო მდივან ულრიკა მოდერთან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA)ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან ელსა ჰოსტადთან და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროს მირია პეტერსონთან. 
აღინიშნა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს დახმარების მნიშვნელობა ქვეყნის მოდერნიზაციისა და განვითარების საქმეში, კერძოდ, შვედეთის უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოში წარმატებული რეფორმების განხორციელებაში. ამ კუთხით, დავით ბაქრაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ გაწეული დახმარებისთვის; ასევე, სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტების განსაზღვრისა და გაღრმავების იმედი გამოთქვა.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია საზოგადოებისათვის რეფორმებისა და ევროპული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბრისას შვედური მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შვედეთი მტკიცედ განაგრძობს საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას.

28 აპრილს შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის პრეზენტაცია  შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართული დისკუსიის „საქართველოს ევროპული ამბიციები და გამოწვევები“ ფარგლებში ჩატარდა. 

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს წარმატებული მაგალითის მნიშვნელობაზე ღონისძიების მონაწილეების წინაშე სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა. მოწვეულ სტუმრებს კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ წარუდგინა, რომელმაც  დეტალურად ისაუბრა ევროპული და ქართული კულტურის ისტორიულ პარალელებზე, ასევე, პოლიტიკურ-კულტურულ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. 

ღონისძიებაში შვედეთის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების, სტოკჰოლმში  აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.   საქართველოს შესახებ გამართული პრეზენტაციის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა და მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
რუსთაველზე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics