11:26 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 10:55:14, 510 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე უნგრეთის საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია, მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, უნგრეთის საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია.

შსს-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტი, საერთაშორისო გამოწვევებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, უნგრეთის საჯარო მოსამსახურეების მომზადებას ახორციელებს.

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა უნივერსიტეტის პრორექტორ, დოქტორ ნორბეტ კისთან შეხვედრაზე საქართველოს შსს-ს აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, ახალი საგანმანათლებლო მეთოდიკის, ინფრასტრუქტურული პროექტების და სტუდენტ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების კუთხით. შალვა ხუციშვილმა დოქტორ ნორბერტ კისს შსს-ს აკადემიის ბაზაზე რეგიონული სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მსგავსი ცენტრის შექმნა და საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს საპოლიციო განათლების დონის ამაღლებას საქართველოსა და მთელს რეგიონში.

შეხვედრაზე მხარეებმა უნგრეთის საჯარო მომსახურების ეროვნული უნივერსიტეტის პროგრამების მაღალ სტანდარტზეც ისაუბრეს და საქართველოს შსს-ს აკადემიასთან სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის სამართალდაცვით განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი ერთობლივი პროექტების, სტუდენტთა სასწავლო ვიზიტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების, ასევე, სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარების და სამეცნიერო კვლევების დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics