08:30 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 12:01:52, 562 ნახვა

საზოგადოება
IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა „რუსთავი 2“-ს უყურებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა - 80% „რუსთავი 2“-ს უყურებს, საინფორმაციო გამოშვებებიდან მოსახლეობის უმრავლესობა 48% „კურიერს“ ენდობა, პოლიტიკური თოქშოუებიდან კი ყველაზე მაღალი მოწონებით ასევე „რუსთავი 2“-ის თოქშოუ „არჩევანი“ სარგებლობს, რომელსაც მაყურებელთა 48% უყურებს.

კერძოდ ეს მონაცემები ასე გამოიყურება:

გამოკითხულთა 80% ტელევიზიებს შორის რეგულარულად უყურებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, 78% - „იმედს“, 45% - „მაესტროს“, 19% - საზოგადოებრივ მაუწყებელს, 14% - GDS-ს, 11% - „ობიექტივს“.

რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს. გამოკითხულთა 48% ყველაზე მეტად ენდობა „კურიერს“,  21% -„ქრონიკას“, 7% - „მაესტროს“ ახალ ამბებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ თოქ-შოუებს. ყველაზე ხშირად გამოკითხული რესპონდენტები „არჩევანს“ უყურებენ - 48%, „პოლიტიკას“ - 11%, 2% კი, „საღამოს თოქ შოუს“, „ობიექტივზე“.

გამოკითხვა 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა, საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში. სულ 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
შსს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა
პარლამენტის წინ სტუდენტთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს
ვაჟა სირაძე - პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics