15:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 12:47:44, 466 ნახვა

პოლიტიკა
ხუხაშვილი: ბურჭულაძის პოლიტიკოსთა რეიტინგში შეყვანა შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ იგი პოლიტიკაში ინტეგრაციას აპირებს

„ქვეყანაში გარკვეულწილად შეიქმნა მოლოდინი, რომ პაატა ბურჭულაძე აპირებს პოლიტიკაში ინტეგრაციას“, - ასე გამოეხმაურა  „ექსპრესნიუსთან“  საუბარში  პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში  პაატა ბურჭულაძე ლიდერობს.

ხუხაშვილის შეფასებით, ბურჭულაძის ლიდერობა  შესაძლოა გამოწვია იმან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის კრიზისია.

„გარკვეულწილად  ქვეყანაში  შეიქმნა მოლოდინი, რომ პაატა ბურჭულაძე აპირებს პოლიტიკაში ინტეგრაციას. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური  ელიტის კრიზისი გვაქვს ახალი ფიგურების გამოჩენა  ყოველთვის საინტერესო ხდება და რაღაც  ინტრიგას ქმნის. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. შეიძლება რაღაც სხვა მიზეზებიც არის, რომელთა  შესახებაც არაფერი ვიცი“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში "საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე ლიდერობს 75%-ით, მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 64%%-ით, მესამე მეოთხე ადგილებს კი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინაწილებენ 60-60%-ით.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილს კეთილგანწყობას, მას 56%-იანი მაჩვენებელი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერ დავით ბაქრაძეს კი, 54%-იანი მაჩვენებელი.

რეიტინგში შემდეგ მოდიან ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ლიდერი შალვა ნათელაშვილი - გამოკითხულთა 50 %-ის კეთილგანწყობით,  პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი - 48%-იანი კეთილგანწყობით და ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე კეთილგანწყობის 36%-იანი მაჩვენებლით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics