14:29 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 08:12:50, 492 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა. 

როგორც ”ექსპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. მათივე ინფორმაციით, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ინვესტიციების ჩადებით კონკრეტულ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, ტრანსპორტი, ფინანსები. 

პრემიერ-მინისტრმა მათ მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ”შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის დიდ პოტენციალს”, - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. 

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას 15-ზე მეტი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი დაესწრო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics