10:21 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 08:46:21, 1069 ნახვა

მსოფლიო
ნორვეგიის სანაპიროზე მომხდარ ავიაკატასტროფას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ნორვეგიის სანაპიროზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 13 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 11 ადამიანი ნორვეგიელი, ერთი ბრიტანელი, ხოლო ერთი იტალიის მოქალაქე იყო. 

ავიაკატასტროფის დროს ბორტზე მყოფი ყველა მოქალაქე გარდაიცვალა. 11 ცხედარი ნაპოვნია, ხოლო ორს ამ დრომდე ეძებენ. 

ვერტმფრენს ადამიანები სავარაუდოდ ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე გადაჰყავდა. 

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქ ბერგენის დასავლეთით გუშინ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ვერტმფრენი საკმაოდ დიდი ზომის იყო.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics