19:30 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 10:28:50, 779 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინას ეწვია და უფროს კომისარს კაროლი პაპპს შეხვდა.

უნგრეთის პოლიციის უფროსმა საქართველოს შს მინისტრს უწყების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინ.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, კაროლი პაპპმა გიორგი მღებრიშვილს უნგრეთში დანაშულის დინამიკაზე, არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მეთოდებზე, ასევე, დანაშულის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა არალეგალური მიგრაციის და მასთან ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს.

როგორც კაროლი პაპპმა აღნიშნა, „კრიმინალს არა აქვს საზღვრები. შესაბამისად, ვინც საკუთარი ქვეყნის საზღვრებში იკეტება, წარმატებას ვერ მიაღწევს. უნგრეთი მზადაა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიაროს. მოხარული ვიქნებით ქართულ მხარესთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობით“.

თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთო გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან, მათ შორის, უნგრეთთან, საქართველომ უკვე დადო ხელშეკრულება დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ბოლო პერიოდის მანძილზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის ატაშეები ევროპის მრავალ ქვეყანაში წარგზავნა.

შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა და უნგრეთის ეროვნული პოლიციის უფროსმა კომისარმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრეს. კაროლი პაპპმა გიორგი მღებრიშვილს ამ კუთხით უნგრული გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, არა მხოლოდ პოლიციის, არამედ, მთელი საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერაა საჭირო.

მხარეები ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი მღებრიშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics