14:18 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 10:03:23, 902 ნახვა

სამართალი
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, მართლმადიდებელი სამყარო დღეს ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით 14:00 საათზე შევა და საფლავი ტრადიციულად ცვილის ბეჭდით დაილუქება.

კუვუკლიაში შესვლამდე პატრიარქს გაჩხრეკენ, რადგან არაფერი შეიტანოს ისეთი რითაც სანთლის ანთება შესაძლებელი იქნება.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავლენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში შაბათს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
კალაძე - არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია - კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი
პაპუაშვილი - რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, იგინებით
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics