15:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 12:59:33, 584 ნახვა

საზოგადოება
მძღოლი, რომელიც ქუთაისში 3 ქვეითს დაეჯახა, დაკავებულია

მძღოლი, რომელიც ქუთაისში ქვეითად მოსიარულე სამ ადამიანს დაეჯახა, დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში გუშინ მოხდა, რომლის დროსაც დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა. 

BMW-ს მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

კიდევ ერთი მცირეწლოვანი, რომელიც დედა-შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics