16:10 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-01 01:17:04, 806 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: მომაკვდინებელ ვნებები შემდეგია: გემოთმოყვარება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მოწყინება, უიმედობა, დიდებისმოყვარეობა და ამპარტავნება

კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მის სააღდგომო ეპისტოლეში, ცოდვის შესახებ ვრცლად ისაუბრა. პატრიარქმა თქვა, რომ როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, მომაკვდინებელ ვნებები შემდეგია:
გემოთმოყვარება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მოწყინება, უიმედობა, დიდებისმოყვარეობა და ამპარტავნება. სხვა ყველაფერი მათგან მომდინარეობს.
"ამა თუ იმ ცოდვამ ადამიანში თუ ღრმად გაიდგა ფესვი, მას დამღუპველი ზემოქმედება აქვს.ამიტომაც, ნუ იფიქრებ, რომ თუ შენ, მაგალითად, კეთილი ხარ, მაგრამ ლოთი, ეს ცოდვა მძიმედ არ იმოქმედებს შენს მომავალ ცხოვრებაზე. ან, თუ გონიერი ხარ, მაგრამ შურით სავსე, ეს ხელს არ შეგიშლის ცხონებაში.
,,ვინც თქვა არ იმრუშო, ისიც თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, რჯულის დამრღვევი ხარ." (II ტიმ. 2, 10-11).
ამასთან, ვნებებს შორის უხილავი, მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და თუ ადამიანი ერთ-ერთმა მათგანმა ჩაითრია, ის ერთი სხვა ვნებებსაც მოიზიდავს.
თუმცა, როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც. იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ. 
მოწაფის კითხვაზე: რა გავაკეთო, რომ ღმერთს სათნო ვეყო?, - ცნობილმა ბერმა უპასუხა: განა ყველა კეთილი საქმე კეთილი არ არის? აბრაამი იყო სტუმართმოყვარე და ღმერთი იყო მასთან. დავით მეფე იყო მშვიდი და ღმერთი იყო მასთან, შენც დაუკვირდი, რომელი ქველი საქმისკენ ისწრაფვის შენი სული, აკეთე იგი ღვთის სადიდებელად და სხვა მადლიც განმრავლდება შენში. ოღონდ, უპირველეს ყოვლისა, მოიპოვე სინანული და თავმდაბლობა, რაც არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი.
,,შეინანეთ"! - ქადაგებდა წმ. იოანე ნათლისმცემელი.
,,შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მთ.4.17) _ მოუწოდებდა და მოუწოდებს მაცხოვარი და ამასთან გვაფრთხილებს:
,,ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა," - რაც ნიშნავს იმას, რომ სინანული ჩადენილი ცოდვის ტოლფასი უნდა იყოს, ანდა ჭარბობდეს მას, თუ გვინდა, რომ აღიხოცოს იგი ჩვენი სულიდან. 
გავიხსენოთ მეზვერე ზაქე წმინდა სახარებიდან.
უფალთან შეხვედრამ იგი ისე შეცვალა, რომ უფალს აღუთქვა მებაჟეობისას ხალხისგან უსამართლოდ წართმეულ ზედმეტს ოთხწილად დაუბრუნებდა უკან ყველას, რადგან იგრძნო თავისი დანაშაულის სიმძიმე.
ღმერთს უყვარს გულწრფელად მონანული ასეთი ადამიანი; უყვარს იმდენად, რომ მისი მოწყალება ფარავს ყველაზე დიდ და მძიმე ცოდვებსაც. - თქვა პატრიარქმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics