11:54 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-01 10:28:09, 535 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამშვიდობოების კიდევ ერთი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა

ქართველი სამშვიდობოების კიდევ ერთი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 133 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში 7 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.

სამხედროებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და II ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დახვდნენ.

„დღეს, 22-ე ბატალიონის 133 მეომარი მშვიდობიანად დაბრუნდა ავღანეთიდან. ვულოცავ მათ და მათ ოჯახებს. ასევე ვულოცავ მთელს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების მშვიდობიანად დაბრუნებას და მისიის წარმატებით შესრულებას“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.    

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

გენშტაბის მეთაურის, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს გენერალური შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარიძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე ესტუმრნენ.

დელეგაციის წევრები,  ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელის, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძესთან ერთად მაზარი შარიფში, ბაზა "მარმალსა" და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას შეხვდნენ, სამხედროებს  საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ  საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთის მიმართულების სარდალს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს შეხვდა. შეხვედრაზე გერმანელმა გენერალმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს.

მოგვიანებით კი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ბაგრამის ბაზის მეთაურს, ამერიკელ ორვარსკვლავიან გენერალს, ჯეფრი ბანისტერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კოალიციურ სამშვიდობო ძალებში ქართული ქვედანაყოფების.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზარქუა მილერს - are you kidding my friend? - მოსამართლეები დაასანქცირეთ - ველოდებით [პასუხს], რა არგუმენტებით
მილერი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს
პაპუაშვილი - მოწმე ვართ, დეზინფორმაციული შტურმისა საზოგადოებაზე - არის მცდელობა, მსჯელობა ყვირილით გადაფარონ
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics