07:24 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-02 20:00:09, 533 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში მონაწილეობს

2-3 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი, ნოდარ ხადური მონაწილეობს ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში იმართება.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰინო ნაკაოსთან, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, შონ ო'სულივანთან და მის მოადგილესთან, ჰონგ ვეისთან, სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის (Nordic Investment Bank) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან ჰენრიკ ნორმანთან და აღმასრულებელ დირექტორსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, სორენ მორტენსენთან.

შეხვედრების ფარგლებში განიხილული იქნება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური ინდიკატორები, მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics