04:51 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 10:58:07, 566 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა ლიტველ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

შსს-ს პოლიციის აკადემიაში, პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, სამართალდამცველთა სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა და ლიტველმა ექსპერტებმა  ლიტვის პოლიციის საბაზისო მომზადებისა და უმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო პოლიციის ოფიცერთა მომზადების, ტრენინგ–პროგრამების განვითარების, დაგეგმვისა და განხორციელების საკითხები განიხილეს.

პროგრამის მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics