09:30 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 10:58:16, 581 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით შექმნილი ფილმი ლოს ანჯელესის საერთაშორისო კონოფესტივალზეა წარდგენილი

„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმატება გრძელდება. ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი წილოსანის ფილმი „მზადება" ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი.

ფილმი, რომლის პროდიუსერები ლაშა ხალვაში და სულიკო წულუკიძე არიან, ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.

„მზადება" პატარა სოფელში მცხოვრები ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ერთ საღამოს ბებია ავად ხდება,  ექიმის დიაგნოზი კი ოჯახში დაძაბულობას ამძაფრებს...

გიორგი წილოსანის  „მზადება" იმ 6 მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის ერთ-ერთია, რომლებიც თიბისი ბანკის თანადაფინანასებით შეიქმნა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში კონემატოგრაფიის განვითარების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში კერძო ბიზნესი ჩაერთო.

ფილმის პრემიერია 2015 წლის ივლისში ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭრით შედგა და მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო მოიპოვა. (მთავარი პრიზი ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ჟიურის სპეციალური პრიზი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე BIAFF).

ლოს ანჯელესის ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც წელს ქართული ფილმია წარდგენილი, საერთაშორისო დოკუმენტურ, მხატვრულ და  მოკლემეტრაჟიან ფილმებს აერთიანებს. ფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1995 წლიდან იმართება და მას ყოველწლიურად  90 000-ზე მეტი კინომოყვარული ესწრება.

ფესტივალი წელს პირველ ივნისს დაიწყება და ის 9 ივნისამდე გაგრძელდება.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics