14:50 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 12:37:11, 786 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია თბილისის მერიის მაღალჩინოსნებსა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, დანაშაულებრივი აუქციონი შეწყვიტონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა მელია თბილისის მერიის მაღალჩინოსნებსა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს შეწყვიტონ დანაშაულებრივი აუქციონი, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაყიდვას ისახავს მიზნად. 

„საზოგადოების პროტესტის  მიუხედავად, დღეს 17:00 ზე თბილისის მერია ჯიუტად მაინც ატარებს აუქციონს, სადაც დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილისთვის წინასწარი დანაშაულებრივი შეთანხმებით და უამრავი პროცედურული დარღვევებით იმ 29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემა, სადაც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თბილისისთვის და თბილისელებისთვის მიმდინარეობდა გზის მშენებლობა!

როგორც უკვე ცნობილია, ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღისგან უჩუმრად, მიიტაცა 4 ჰექტარი მიწისნაკვეთი, ისე რომ 1, 5 ნახევრიან ქალაქში არავინ იცოდა გარდა ნარმანიას, ბოტანიკური ბაღის დირექტორისადა თავად ივანიშვილისა! დღეს კი ივანიშვილი სულ რამდენიმე საათში აპირებს გახდეს შუაგულ თბილისში29 ჰექტარი სახელმწიფო ტერიროტიის კერძო მფლობელი, რომლის რეალიზაციაც არც ერთ წინა მთავრობას აზრადაც კი არ მოსვლია! 

კიდევ ერთხელ და ამჯერად უკანასკნელად მინდა მივმართო ამ მავნებლობაში მონაწილე ყველაპასუხისმგებელ პირს - დაწყებული მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსით, დამთავრებულიბატონებით - ნარმანია და ივანიშვილი! შეწყვიტეთ დანაშაულებრივი აუქციონი ! 
თბილისელები არ დაუშვებენ რომ დედაქალაქის ისტორიული უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდესმილიარდელი კერძო პირის საკუთრება,თბილისელები არ დაუშვებენ რომ დედაქალაქის კულტურული,ისტორიული მემკვიდრეობის ტერიტორია ივანიშვილის კერძო ფაზენდა გახდეს!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ივანიშვილი ნარმანიას მეშვეობით პრაქკტიკულად უსასყიდლოდ აპირებს ხელში ჩაიგდოს 29 ჰექტარი! კერძოდ, ნარმანიამ მშენებლობის უფლებით 29 ჰექტარის ფასი განსაზღვრამხოლოდ 6 მილიონ ლარად, ანუ კვ/მ 21 ლარად, მაშინ როდესაც 10 წლის წინ თავად ივანიშვილმამშენებლობის უფლების გარეშე კვ/მ შეიძინა 36 ლარად! 

იმ შემთხვევაში, თუ მერია მილიარდელის ნებას მაინც დაჰყვება და არაფრად ჩააგდებს საზოგადოებრივინტერეს და მეტიც - მის წინააღმდეგ წავა, დაიწყება საზოგადოების აქტიური პროტესტი, სადაცგაერთიანდება ყველა - იქნება ეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე თბილისელი,სხვადასხვა ვიწრო პროფესიული ჯგუფების წარმომადგენელი თუ უბრალოდ თბილისის გულშემატკივარი!

საკითხი, რომელიც  თბილისს ეხება, ზეპარტიულია და ყველანი მიუხედავად პროფესიისა დაპოლიტიკური მრწამსისა, ვალდებულები ვართ გავერთიანდეთ! ჩვენ ველოდებით აუქციონის შედეგს და ამ შედეგის გათვალისწინებით დავიწყებთ სხვადასხვა ჯგუფებთან აქტიურ კონსულტაციებსა და შეთანხმებული გეგმის შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადაში ვაცნობებთ!“,-აცხადებს ნიკა მელია.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics