14:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 14:49:31, 1074 ნახვა

მსოფლიო
დანიაში გამოფენაზე თვითმკვლელი ტერორისტები წამებულების სტატუსით იქნებიან მოხსენიებული

დანიაში მსოფლიო ისტორიაში "წამებულების" საპატივცემულოდ გამოფენას გამართავენ, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, წამებულთა რიცხვში, თვითმკვლელი ტერორისტებიც შედიან, მათ შორის პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტის ორგანიზატორები.

მედიის ცნობით, გამოფენაზე ისეთი ტერორისტების ფოტოები და ნივთები იქნება გამოტანილი, როგორებიც ძმები ბაკრაუები არიან, რომლებმაც ბრიუსელში ტერაქტი მოაწყვეს, ასევე მოჰამედ აგადომის ფოტოები, რომელიც პარიზის ტერაქტში მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ისეთი ისტორიული ადამიანებიც იქნებიან მოხსენიებული, როგორიცაა ჟანა დარკი და ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე.

ცნობისთვის, ეს ადამიანები საკუთარ იდეებს ემსხვერპლნენ. ორგანიზატორების თქმით, გამოფენის არსი სიტყვა "წამებულის" სხვადასხვა კუთხით ახსნაში მდგომარეობს. მათივე თქმით, "ყველა ადამიანი - საკუთარი ისტორიის გმირია".

გამოფენამ საზოგადოების უკმაყოფილება უკვე გამოიწვია. როგორც  The Guardian წერს, ერთ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრმა აღნიშნულ გამოფენასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს საჩივრით მიმართა.

წინასწარი ინფორმაციით, გამოფენა 26 მაისიდან 10 ივნისამდე კოპენჰაგენის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში გაიმართება.

ცნობისთვის, ამავე უბანში რამდენიმე წლის წინ ნორვეგიელი ნაციონალისტის ანდერს ბრეივიკისადმი მიძღვნილი სპეკტკლი დადგეს. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ბრეივიკმა 77 ადამიანი მოკლა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics