01:30 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 15:31:46, 804 ნახვა

ეკონომიკა
"ყაზმუნაი გაზის" და CRFC Energy Company-ს ერთობლივი საწარმო

კომპანია  „ყაზმუნაიგაზის“ (KMG) და ჩინური კომპანია CEFC Energy Company Limited-ის ( CEFC) შორის, 29 აპრილს რამდენიმე სატრანზაქციო დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი საწარმოს დაარსებას ითვალისწინებს.

KMG-ის და CEFC-ის წილები ახალ  ერთობლივ საწარმოში 49%  და 51%-ს შეადგენს.

ხელშეკრულების ფარგლებში, CEFC გეგმავს ინვესტიციები განახორციელოს  ევროპისა და აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნებში.

KMGI Group  როგორც ფონდი მოწოდებულია  განახორციელოს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული ოპერატორის NC KMG-ისა და ჩინური კომპანია CEFC-ის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „აბრეშუმის გზის პროექტი“. ყაზახეთიდან, ჩინეთიდან და რუმინეთიდან მოწვეული ექსპერტების ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მნიშვნელოვანი წინასწარი სამუშაოები - მათ შორის, აღსანიშნაივია, 2015 წლის 14 დეკემბერს ყაზახეთის და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების თანდასწრებით გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი  და მიმდინარე წლის 29 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმება, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი პირობები განსაზღვრეს.

 „ასეთ ძლიერ ინვესტორთან თანამშრომლობით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ დიდი გარღვევა ამ მიმართულებით და KMGI გამოვიყენოთ როგორც ერთობლივი პლატფორმა ბიზნესის განვითარებისთვის“. - განაცხადა NC KMG-ს ხელძღვანელმა საუარ მინბაიევმა.

CEFC-ის აღმასრულებელი დირექტორი ზანგ ჯიანჯუნი განმარტავს,  რომ CEFC და KMG-ს თანამშრომლობა  ეფუძნება სტრატეგიული განვითარების მიზანს, რაც  KMGI-ის ორივე მხარისთვის ერთობლივ პლატფორმად აქცევს რესურსებზე წვდომის მოსაპოვებლად და სტრატეგიული ინვესტიციის განსახორციელებლად.

“ეს განვითარება სრულად შეესაბამება „ერთი სარტყელი ერთი გზის“ და „Nurly Zhol“-ის პრინციპებს. ჩვენ გვჯერა, რომ  ეს იქნება ორმხრივად მომგებიანი თანაშრომლობა ვაწარმოოთ გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის საწარმოებლად“.

ჩვენ ვგეგმავთ KMGI-ის მმართველობა  პარიტეტულ საფუძველზე განვახორციელოთ.

ტრანზაქცია საჭიროებს სხვადასხვა პირობების დაკმაყოფილებას, მათ შორის, საბოლოო დადასტურებას სხვადასხვა ევროპული, ჩინური და სხვა მარეგულირებელი ხელისუფლების მხრიდან. კომპანიები ვარაუდობენ, რომ ტრანზაქცია  2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.

CEFC არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი კერძო კომპანია ჩინეთში. 2014 წელს კომპანიამ 349-ე ადგილი დაიკავა Global Fortune 500-ის რეიტინგში. CEFC თავის საქმიანობას ახორციელებს ენერგეტიკის, ფინანსურ და საინვესტიციო მრეწველობაში.

KMG International (ყოფილი Rompetrol Group NV) KMG-მ 2007 წელს შეიძინა. კომპანია ფლობს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუმინეთში, ასევე, ბენზინ გასამართი სადგურების ქსელს ევროპის კავშირის ქვეყნებში. 2015 წლის 30 დეკემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის ბრძანების თანახმად, KMGI ჩართულ იქნა საპრივატიზაციო კომპანიების სიაში.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics