18:45 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 17:42:55, 454 ნახვა

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" მერიასთან ბოტანიკური ბაღის აუქციონის საწინაამდეგო აქციას მართავს

თბილისის მერიის წინ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებული აუქციონის საწინაამდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები მართავენ.

მერიასთან უსაფრთხოების სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიერ დამონტაჟებულია მონიტორი, სადაც აუქციონის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია მინიმალურ ფასად, 6 326 495 ლარად, გაიყიდა.

აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა.

მყიდველის ოფიციალური ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იმის გამო, რომ აუქციონი  მოკლე ვადაში ჩატარდა და ერთი მყიდველი მონაწილეობდა, ასევე ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინებით, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მიწა ივანიშვილის საკუთრება გახდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics