13:11 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 19:42:30, 500 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს:

„თქვენო აღმატებულებავ,

ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე.

მსურს აღვნიშნო, რომ პოლონელმა ხალხმა  მრავალი გამოწვევა დაძლია წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. მოხარული ვარ, რომ ამჟამად, ჩვენ ვხედავთ ძლიერ ევროპულ ქვეყანას, რომელსაც ღირსეული ადგილი უკავია საერთაშორისო არენაზე. ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა, მე მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ისტორიული მეგობრული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი პოლონელი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის  ოფიციალურ წერილში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ამ აქციებმა და აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება
ელისაშვილი - გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე ლაპარაკი არც ღირს
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
„კანონპროექტი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება“ - 3 ევროპარლამენტარის განცხადება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics