09:03 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 21:53:25, 771 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ჯიბეს“ ახალი ობიექტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თბილისში კომპანია „ჯიბე ქეშ ენდ ქერის“ მეთორმეტე აუთლეტ მაღაზია გაიხსნა. ობიექტის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

„ჯიბემ“ ქვეყნის მასშტაბით უკვე მეთორმეტე ობიექტი გახსნა. კომპანიაში 2015 წელს განხორციელდა 10 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია და დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი. კომპანიას აქვს გაფართოების გეგმები, რომლის მიხედვით  2016 წლის ბოლომდე კიდევ ოთხი მაღაზია უნდა გაიხსნას და დამატებით დასაქმდეს 400 ადამიანზე მეტი. მაღაზიათა ქსელი „ჯიბე“ შემსყიდველებს და ბითუმად მოვაჭრეებს სთავაზობს შესაძლებლობას, რომ შეიძინონ პროდუქცია საკმაოდ კარგ ფასში და, რაც მთავარია, აბსოლუტურად ცივილიზებულ გარემოში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჯიბე“ წარმოადგენს საბითუმო სავაჭრო კომპანიას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე 12 ფილიალი აქვს. მისი მომხმარებლები არიან დიდი, საშუალო  და პატარა როგორც ქსელური, ასევე ყველა ტიპის მაღაზიები,  სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და სხვადასხვა ფორმატის მომსახურებისა და ვაჭრობის ობიექტები. მაღაზიებში წარმოდგენილია პროდუქტი, სასმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია, ბავშვთა მოვლა და ჰიგიენური საშუალებები. „ჯიბეს“ აუთლეტ მაღაზიებიდან 3 თბილისში, ხოლო 9 რეგიონებშია განლაგებული. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics