2016-05-03 22:25:12, 479 ნახვა
პოლიტიკა
მელია 29 ჰექტარზე: ივანიშვილმა მარტივად თქვა, მინდა და ნარმანიამაც, კი ბატონო, თუ გინდათ, წაიღეთო
"ივანიშვილმა მარტივად თქვა, მინდა და ნარმანიამაც, კი ბატონო, თუ გინდათ, წაიღეთო" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ გადაცემა "არჩევანში" ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტრის გაყიდვაზე საუბრისას განაცხადა. “მესაკუთრე რომ გახდებოდა ბიძინა ივანიშვილი, ეს მარტივად პროგნოზირებადი იყო, მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ივანიშვილმა შუაგული თბილისიდან ამოგლიჯა 29 ჰექტარი და წაიღო სახლში. დანაშაულებრივად გააკეთა ეს. დანაშაულებრივად, წინასწარი შეთანხმებით იქნა ეს ტერიტორია აუქციონზე გამოტანილი. ივანიშვილმა მარტივად თქვა, მინდა და ნარმანიამაც, კი ბატონო, თუ გინდათ, წაიღეთო და წაიღო. გზას რეალურად ახლა აშენებენ სხვაგან და დამატებით 700 ხე უნდა გაიჩეხოს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაყვანილი გაზის მილების გადასატანად ახალი კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი. „ჩვენ ჩაგვივარდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 19 აპრილს მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ახლა კომპანიასთან, რომელსაც უხდის მილიონ სამასი ათას ლარს, რომ ის გატანილი გაზის მილი კიდევ უფრო გადაიტანონ სიღრმეში, ვინაიდან პროექტი შეიცვალა. აქ ჩვენ საქმე გვაქვს საბიუჯეტო თანხებისგაფლანგვასთან,“ - აღნიშნა მელიამ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|