05:14 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 23:22:09, 460 ნახვა

სპეციალური ანონსი
4 მაისის სპეციალური ანონსი

4 მაისს, 09:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ელსევიერის“ საგამომცემლო სახლის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი ჩატარდება. 
მის.: ჭავჭავაძის გამზ. N 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, 202) 

4 მაისს, 10:00 საათზე, ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მის.: დაბა ვაზიანი, IV მექანიზირებული ბრიგადა.
(ღონისძიების გაშუქების მსურველ მედიასაშუალების წარმომადგენლები ვაზიანში 09:30 საათისთვის უნდა მივიდნენ)

4 მაისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწავლების ცენტრის მიმართ, დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის საკითხზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა განახლდება. 
მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. 
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202

4 მაისს, 10:00 საათზე, დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას - თევდორე კობახიძის ხელმძღვანელობით და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.

4 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბანკში, EBRD-ის მხარდაჭერით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციისა და ინსტრუმენტების განვითარების თემაზე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. 
მის.: სანაპიროს ქ. #2, მე-4 სართული

4 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PASE) დელეგაცია და ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში,, ქრისტიან ურსე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. დელეგაციის მიწვევით აღნიშნულ შეხვედრას პარტია "მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი დაესწრება. 
მის.: ჭავჭავაძის გამზ. #34, "პიქსელის" ბიზნესცენტრი, VIII სართ.
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642 

4 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: შეშის სათბობად გამოყენება.

4 მაისს, 13:00 საათზე, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს, ”თავისუფალი დემოკრატები” შუალედურ არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთვებიან და რეგიონში საარჩენო კამპანიას დაიწყებენ.

4 მაისს, 16:00 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ქუთაისელ მხატვართა ნამუშევრების საგაზაფხულო პერსონალური გამოფენა გაიმართება.
მის. ქ. ქუთაისი, ვარლამიშვილის ქ. #16 (გალერეა „ვარლა“)

4 მაისს, 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდება.
თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

4 მაისს, 18.00 საათზე, ევროპის სახლში ახალგაზრდა ხელოვანის, ვახო ხეთაგურის ფოტოგამოფენა „ცხოვრება რელსებზე“ გაიხსნება. 
მის.: თავისუფლების მოედანი #1




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics