01:23 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 12:53:20, 508 ნახვა

პოლიტიკა
კაციტაძე: ევროსაბჭოს მომხსენებლებთან კომიკურ საკითხზე - პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არჩევნების დღის გარკვევაზე, არ ვისაუბრებ

 „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის  განცხადებით,  ევროსაბჭოს მომხსენებლთა ჯგუფთან შეხვედრაზე  საპარლამენტო არჩევნების თემაზე ისაუბრებს.  კაციტაძის თქმით, კერძოდ, იმ მიმართულებით ისაუბრებს რომ, ხელისუფლებამ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2014 წლის 1 ოქტომბრის  რეკომენდაციები  არ გაითვალისწინა და საარჩევნო სისტემა არ შეცვალა.

კაციტაძის შეფასებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, დღევანდელი მდგომარეობით, არანაირი ნაბიჯი გადადგმული არ არის.

"ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა ევროსაბჭოს მომხსენებლთა ჯგუფთან. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია და ბუნებრივია, რომ ჩვენი ყურადღება გამახვილდება ძირითადად ამ თემაზე. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2014 წლის 1 ოქტომბრის  რეკომენდაციები და არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა. ასევე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, ამ ეტაპისთვის არანაირი ნაბიჯი გადადგმული არ არის.

აუცილებლად გვექნება საუბარი ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, ამ დღეებში გამოქვეყნებულ ერთმანეთთან ძალიან აცდენილ მონაცემებზე, როგორც სამოქალაქო რეესტრის, ასევე სტატისტიკის დეპარტამენტის. მე არ ვაპირებ საუბარს იმ კომიკურ საკითხზე, რასაც ჰქვია არჩევნების დღის გარკვევა პრემიერსა და პრეზიდრენტს შორის, რადგან ცოტა შეურაცხმყოფელია სახელწმიფოსთვის. მგონია, რომ ევროსაბჭოს მომხსენებლთა ჯგუფის ინფორმირება, არის გარკვეული ბერკეტი, რომ ხელისუფლებას დაანახოს ცვლილებების საჭიროება 2016 წლის არჩევნებისათვის, თუ უნდა ხელისუფლებას, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურ გარემოში ჩატარდეს", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ევროპის საბჭოს ოფისში, ამწუთებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PASE) დელეგაცია და ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში  ქრისტიან ურსე  ოპოზიციის ერთ ნაწილს  ხვდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics