02:17 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 13:47:40, 670 ნახვა

ეკონომიკა
საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირდება

დღევანდელი მონაცემებით, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირება იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, წინა კვირას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც გაცხადდა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საჭიროება არ არის.

”ნელ-ნელა ვიწყებთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 5-დან 6%-მდე შემცირდება, თუმცა შემცირების სიჩქარე დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, რომელიც ინფლაციის მოლოდინებსა და მომავალ ინფლაციაზე გავლენას ახდენეს”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო პასუხი ინფლაციის გაზრდილ მოლოდინებზე.

”იქედან გამომდინარე, რომ ინფლაციის მოლოდინები მცირდება, აღარ არის საჭირო ასე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ამას ვამცირებთ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საპროგნოზო ინფლაციაზე დაყრდნობით”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე უკავშირდება თუ არა ინფლაცია ლარის გამყარებას, არჩილ მესტვირიშვილმა განმარტა, რომ პირდაპირი კავშირი ლარის გამყარებასა და ინფლაციას შორის არ არის.

"ინფლაცია წლის განმავლობაში დაბალი დარჩება და წლის მეორე ნახევარში მცირე ზრდა არის მოსალოდნელი. პირდაპირი კავშირი ლარის გამყარებასა და ინფლაციას შორის არ არის", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 27 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5%-მდე შეამცირა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics