19:14 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 14:39:22, 751 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინა

საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა 1 მაისს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე ნ.ა. მართავდა, ეჭვის საფუძველზე კამერა ზონდის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავებში მათ არადეკლარირებული 29068 კაფსულა LYRICA და 560 კაფსულა REGAPEN აღმოაჩინეს.

"საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებას.
1 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“, კონტროლის ზონაში, ბრაზილიის მოქალაქე რ.ფ.დ.მ.ფ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 13 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.

3 მაისს, ასევე „ვალეს“ კონტროლის ზონაში შემოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე კ.ა., რომელსაც კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი SUBUTEX - 3 აბი. 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN KODEIN აღმოჩნდა იმავე დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე შ.ბ.-ის კუთვნილ ხელბარგშიც. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics