16:56 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 14:46:21, 758 ნახვა

სამართალი
ხატიაშვილი: მოვითხოვ, შალვა რამიშვილის მიმართ ზეწოლის განმახორციელებელ პირებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ჟურანლისტ შალვა რამიშვილის მიმართ განხირციელებულ ძალადობაზე საუბრობს და ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

"რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „იმედი“-ს ერთ-ერთმა სახემ, ცნობილმა  ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც სავარაუდოდ მასზე,  როგორც ჟურნალისტზე, ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორის გიორგი ბახტაძის  მიერ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს ადასტურებს.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჟურნალისტ რამიშვილზე განხორციელებული ზეწოლა უკავშირდებოდა  საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წარსულის მქონე პიროვენების, ლევან მურუსიძის სავარაუდო ლობირებას ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორის გიორგი ბახტაძის  მხრიდან. მაშინ, როდესაც  სამოქალაქო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ვითხოვდით ხმა  არ მიეცათ ლევან მურუსიძის მოსამართლედ  დანიშვნისთვის, ტელეკომპანია „იმედის“  დირექტირი, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით,  ლევან მურუსიძეს  ლობირებდა. რაც გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს.

ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა რამოდენიმე დღის წინ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და   მასზე, როგორც ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე გამოძიება მოითხოვა. მან, პროკურატურას,   მის და გიორგი ბახტაძის მიმოწერა წარუდგინა.  ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორი გიორგი ბახტაძე არ უარყოფს მიმოწერას შალვა რამიშვილთან და აღნიშნულს   ჩვეულებრივ კომუნიკაციად მიიჩნევს .

მოვითხოვ, სასწრაფოდ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, ვინც ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართ ზეწოლას ახორციელებდა და ღიად ერეოდა მის ჟურნალისტურ დამოუკიდებლობაში. მოვითხოვ, სასწრაფოდ დაიკითხოს ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორი გიორგი ბახტაძე, რომელმაც უნდა  ახსნას თუ რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ  მოწვეული ტელეკომპანიის ეთერში ლევან მურუსიძის  მიმართ კრიტიკულად განწყობილი  პირები: ზაზა ხატიაშვილი და  საიას წარმომადგენლები. მოვუწოდებ  პროკურატურას, სასწრაფოდ გაარკვიოს საიდან ჰქონდა ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ  წევრების შესახებ, რომლებიც უნდა მოეწვია ჟურნალისტ შალვა რამიშვილს  თავის გადაცემაში, კონკრეტულად  თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი ტყავაძე.  საიდან იცოდა გიორგი ბახტაძემ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების  ტელეფონის ნომრები. საიდან იცოდა,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაუსვამდნენ თუ არა კრიტიკულ კითხვებს ლევან მურუსიძეს. ვის უკავშირდებოდა ტელეფონით ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორი, შალვა რამიშვილთან მიმოწერის მომენტში და ვისგან იღებდა დირექტივებს.

მოვუწოდებ საქართველოს მთავარ  პროკურატურას აწარმოოს  ეფექტური გამოძიება ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართ განხორცილებულ  ზეწოლის ფაქტთან მიმართებაში.

შალვა რამიშვილის მიერ წარმოდგენილი მომოწერა ტელეკომპანია „იმედის“  დირექტორთან, სავარაუდოდ, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის (ჟურნალისტისთივს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

ჟურანლისტ შალვა რამიშვილზე განხორცილებული ზეწოლის ფაქტის გამოძიება დაიცავს სხვა ჟურანლისტებს ანალოგიური ზეწოლისგან. თუ პროკურატურა არ გამოიძიებს შალვა რამიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს, მაშინ ჟურანლისტებთან ანალოგიური ურთიერთობა  დასაშვებად ჩაითვლება,  რაც  ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟურნალისტის ინსტიტუტს მოსპობს", - ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კულება - ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულ ყურადღებას „მშვიდობის ფორმულას“ მივაქცევთ
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics