19:23 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 16:13:41, 730 ნახვა

ეკონომიკა
Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს

იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფოლადის ბაგირებისა და მეტალის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია Tokyo Rope საქართველოში ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ კომპანიის თავმჯდომარემ შიგეტო ტანაკამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების  გეგმას ეცნობიან და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.

„ჩვენი კომპანია უკვე 130 წლისაა, ერთ-ერთი უძველესია იაპონიაში და ცნობილია მთელს მსოფლიოში ფოლადის ბაგირების წარმოებით. საქართველოში ჩვენ ჩამოვედით ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების პროგრამის შესასწავლად, რაც ეხება გზების მშენებლობას და ა.შ. საქართველო მთიანი ქვეყანაა, ჩვენ აქ დიდ პოტენციალს ვხედავთ და განვიხილავთ ჩვენი ერთ-ერთი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას საქართველოში, იმდენად, რამდენადაც წარმოება გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ Tokyo Rope-ის თავმჯდომარე შიგეტო ტანაკამ.

Tokyo Rope მსოფლიოში ცნობილია მეტალის კონსტრუქციების, ქვების დამჭერი ბადეების, აწარმოებს, დაკიდული ხიდებისთვის განკუთვნილი ფოლადის ბაგირების წარმოებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics