01:22 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 17:04:42, 492 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის

 „გაუგონარი მასშტაბის უსამართლობა ჩაიდინეს თბილისის მერიამ და ბიძინა ივანიშვილმა“, - ასე გამოეხმაურა  „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ  განვითარებულ მოვლენებს.

ალასანიას განცხადებით, აღნიშნული საქმე ყველა დონეზე უნდა  განიხილონ.

"გაუგონარი მასშტაბის უსამართლობა ჩაიდინეს, ადგილობრივმა თბილისის მერიამ და ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თვალი დაადგეს და პრაქტიკულად მიისაკუთრეს საზოგადოების საკუთრება. საკანონმდებლო დონეზეც და სხვა დონეზეც  უნდა იყოს განხილული. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით პროცესში, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობას პროტესტს დააფიქსირებინებს. ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის. ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, აქედან გამომდინარე ყველამ პატივი უნდა სცეს ხალხის აზრს“ - განაცხადა ალასანიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია
თბილისში საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics