03:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 18:15:27, 701 ნახვა

საზოგადოება
გივი კუბლაშვილმა კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამუშაოები  ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის განცხადებით,  გზის მშენებლობა არ შეჩერებულა და არც მისი ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა.

„გზის ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა. მოხდა მხოლოდ გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო მხოლოდ 5 კილომეტრიდან ერთ მესამედს, ანუ დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთს, რომელმაც გადაიწია ფერდობის მხარეს. აქედან გამომდინარე,  მოხდა ქანობის დაწევაც, რომელის საშუალებითაც ამ გზაზე გადაადგილება უფრო მარტივი იქნება“,- განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

მისივე თქმით,  ახალი კონტრაქტის მიხედვით, გაზის მილი გადის იმ ორ კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელის კორექტირებაც მოხდა. 

„ამ მილის გადატანა ხელს შეუწყობს იგივე ტერიტორიების განვითარებას. როდესაც ვიწყებთ ახალ პროექტებს, ყოველთვის ვითვალისწინებთ, თუ რა განვითარება შეიძლება მოყვეს ამ პროექტს. აქედან გამომდინარე, გაზის მილის გადმოტანა არის აუცილებელი, რათა მოხდეს მიმდებარე ტერიტორიის განვითარება“,- განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

მისი თქმით, ახალი გზა მთლიანად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას სოლოლაკში და კავშირი არ აქვს  პანორამა თბილისის მშენებლობასთან. 

„კონკრეტულად განმუხტავს ისეთ წერტილს, როგორიც არის ამაღლების ქუჩა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ამ მონაკვეთში რომ რაიმე შეფერხება მოხდეს, მიმდებარე ტერიტორიებიდან თბილისზე წვდომა აღარ იქნება. ეს გზა განტვირთავს მოძრაობას შინდისში, წავკისში, კოჯორში. ეს გზა საერთოდ სხვა მხარეს გადის, პანორამა თბილისი კი  აბსოლუტურად სხვა მხარეს მდებარეობს. მათ შორის არანაირი კავშირი არ არის“,-განაცხადა  კუბლაშვილმა.

კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის, ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია 125 დღე.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics