14:49 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 19:24:39, 578 ნახვა

სხვადასხვა
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე გახდა

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანათავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება 4 მაისს სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში მმართველი კომიტეტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული - 22 ქვეყნიდან საქართველოს თანათამჯდომარეობას 18-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. თანათავმჯდომარეობის კანდიდატ ქვეყნებად  საქართველო, ხორვატია და რუმინეთი იყვნენ წარდგენილნი.

„OGP“-ის მმართველ კომიტეტს დღემდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ხელმძღვანელობდა.  ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საფრანგეთი, რომელიც თანათავმჯდომარე ქვეყანა იყო,  კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, თანათავმჯდომარე ქვეყნად კი საქართველო აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ საქართველო „OGP“-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს გულისხმობს. საქართველო მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბებასა და აქტივობების განხორციელებაში და ექნება შესაძლებლობა, საერთაშორისო დონეზე წარადგინოს ის ინოვაციები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით ახორციელებს.
„OGP“-ის თანათავმჯდომარის სტატუსი საქართველომ ღია მმართველობის კუთხით წარმატების შედეგად მოიპოვა. ღია მმართველობაში წარმატებული პოზიციების გამო 2013 წლის აგვისტოში საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს; 2013 წლის 1 ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2015 წლის ივნისში კი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გახდა.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს.

პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
კალაძე - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს
კალაძე ოპოზიციას - თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენს მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების დაანონსებულ ზეიმზე მოსვლა?

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics