14:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 19:37:25, 717 ნახვა

სხვადასხვა
TBILISI OPEN AIR 2016 საინფორმაციო მხარდამჭერი "ექსპრესნიუსი" იქნება

29, 30, 31 ივლისს, თბილისი რეგიონის მთავარ მუსიკალურ მოვლენას უმასპინძლებს. ქვეყნის მუსიკალურ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ლაინაფის მქონე ფესტივალი ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის საზღვარზე ჩატარდება. TBILISI OPEN AIR 2016 საინფორმაციო მხარდამჭერი "ექსპრესნიუსი" იქნება. ერთ-ერთი სანდო და რეიტინგული მედიასაშუალების ლოგო განთავსდება TBILISI OPEN AIR 2016 საფრომოუშენო მასალებზე.

ამასთან "ექსპრესნიუსი" დაარსებიდან 7 წლის იუბილესაც აღნიშნავს.

TBILISI OPEN AIR-ის დებიუტი 2009 წელს შედგა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ათიათასობით ქართველი და უცხოელი მსმენელის მოძრავი მისამართია – ადგილი, სადაც მუსიკა ათავისუფლებს.

2016-ში მისამართი განსაკუთრებული იქნება, სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების ფონს კი თორმეტი ქვეყნის 40-ზე მეტი გამორჩეული არტისტი შექმნის. ისინი დაუკრავენ არა ყველასთვის, არამედ თითოეულისთვის.

ფესტივალის მასშტაბი იზრდება, მაგრამ ფასი მცირდება: 16 მაისამდე დღიური ბილეთი 35 ლარი, აბონემენტი 80 ლარი ეღირება, ხოლო ფესტივალის დასრულებამდე – ბილეთი 50, აბონემენტი 120 ლარი. TBILISI OPEN AIR-ის სალაროები 14 აპრილიდან იხსნება – სპორტის სასახლესთან, ასევე ონლაინ მისამართზე: tbilisiopenair.ge

მუსიკა ათავისუფლებს - იხილეთ Tbilisi Open Air 2016 - Lineup Promo








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics